ახალი ამბები

შევარდნაძის განცხადებით, აფხაზეთთან და ცხინვალთან მოლაპარაკებებს არასტაბილური სიტუაცია ხელს უშლის

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მხარეები მზად არიან მოლაპარაკებები განაახლონ საქართველოს ხელისუფლებასთნ, თუმცა, ვერ ჩამოდიან თბილისში, სანამ აქ სიტუაცია არ დაწყნარდება.

“თუ ქვეყანაში სტაბილურობა და წესრიგი აღდგება, შესაძლებელი გახდება მოლაპარაკებების განახლება აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დელეგაციებთან. მათ სურთ საქართველოში ჩამოსვლა და ელოდებიან, როდის დაწყნარდება აქ სიტუაცია”, – განაცხადა შევარდნაძემ 19 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში დაგეგმილი იყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.

Back to top button