ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ბურჯნაძეს და ჟვანიას შეხვდა

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მხარეებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილეს.

“ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაში დაეხმაროს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ლინ პასკო დღეს ასევე შეხვდება ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს.

მოგვიანებით დაგეგმილია ლინ პასკოსა და პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრა. სავარაუდოდ, ლინ პასკო საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე კომენტარს შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

Back to top button