
ახალი ამბები
თბილისში ოპოზიციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება
(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მხარდამჭერები დღეს თბილისში აღორძინების კავშირისა და პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ.
ხელისუფლებამ ორგანიზაცია გაუკეთა ათასობით მხარდამჭერის ჩამოსვლას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან.
აბაშიძისა და შევარდნაძის მხარდამჭერები სპორტის სასახლეში შეიკრიბებიან და იქიდან პარლამენტის შენობისაკენ დაიძრებიან, სადაც გასულ კვირას ათიათასობით ოპოზიციის მხარდამჭერი შევარდნაძის გადადგომას ითხოვდა.