We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პარლამენტის წინ ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის შენობის წინ დღეს გურამ შარაძისა და მანანა არჩვაძე-გამსახურდიას 300-მდე მომხრემ საპროტესტო აქცია გამართეს.
 
ზვიად გამსახურდიას ქვრივის მანანა არჩვაძე-გამსახურდიასა და სახელისუფლებლო ბლოკის წევრის გურამ შარაძის აქციას მოგვიანებით “აღორძინების” თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ბაკურიაც შეუერთდა.
 
აქციის მონაწილენი ოპოზიციის საპროტესტო აქციის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მათი ლიდერები ქვეყანაში სამოქალაქო კონფრონტაციის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

Back to top button