
ახალი ამბები
შევარდნაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმშვიდის გამო მადლობა მოუხადა
(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ ორშაბათის რადიო-ინტერვიუში მადლობა მოუხადა პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს “სიმშვიდისა და წესრიგის” დაცვისათვის.
“ეს საპროტესტო აქციის მონაწილეთა კულტურის დამადასტურებელი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა ოპოზიციის იმ ლიდერთა მისამართით, რომლებიც აქციაში არ ჩაერთვნენ”, – განაცხადა შევარდნაძემ.