ახალი ამბები

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ათობით ქართველმა 16 ნოემბერს ნიუ-იორკში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.

საპროტესტო აქციის მონაწილენი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში – პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო აქცია გაეროს შტაბ-ბინის მახლობლად ჩატარდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესს დაუჭირეს მხარი.

ქართველთა საპროტესტო აქციები ჰამბურგსა და ლონდონშიც ჩატარდა.

Back to top button