ახალი ამბები

აშშ შეშფოთებულია საქართველოში საარჩევნო პროცესში არსებული შეფერხებებით

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დაიცადონ სანამ 23 ნოემბერს ჩატარდება არჩევნების მეორე ტური რიგ რეგიონებში და ცენტრალური საარჩევნო კომისია დაასრულებს მუშაობას, ვიდრე გაასაჩივრებდნენ საპარლამენტო ადგილების გადანაწილებისას კენჭისყრის შედეგებს, – განაცხადა ვენაში 13 ნოემბერს ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ დუგლას დევიდსონმა.

“იმის გამო, რომ 23 ნიოემბრისთვის საქართველოს რიგ რეგიონებში დანიშნულია არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარული სისტემით, აშშ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ამჯერად ხმის მიცემის ჩატარება საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საერთაშორისო და ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად, სამართლიანად და გამჭვირვალედ. როგორც ჩვენ აღვნინეთ მანამდე, არჩევნების დროული, გამჭვირვალე ჩატარება, ასევე 2 ნოემბერს ჩატარებული 23 ნოემბრისთვის დაგეგმილი არჩევნების ზუსტი შედგების გამოცხადება აუცილებელია საქართველოში არჩევნების ჩატარების ავტორიტეტისა და ამომრჩეველთა ნდობის გასამყარებლად”, – განაცხადა დუგლას დევიდსონმა.

“პოზიტიური გაგებით, ჩვენ გვახარებს ის, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში გამართული დემონსტრაციები, ისევე როგორც მთავრობის რეაქცია მათზე მშვიდობიანი გამოდგა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიასა და კანდიდატს თავი შეიკავონ მუQარისა და ძალის გამოყენებისგან”, – დასძინა დევიდსონმა.

მისი თქმით, აშშ დიდად აფასებს თბილისში არსებულ ეუთო-ს მისიის ძალისხმევას, რომელიც მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განაგრძობს.

Back to top button