ახალი ამბები

პრეზიდენტის მხარდამჭერმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა უმეტეს რეგიონებში მოიგეს არჩევნები

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს განაცხადეს, რომ 54 მაჟორიტარი დეპუტატი იქნა არჩეული, ხოლო არჩევნების მეორე ტური 23 ნოემბერს 5 რაიონში ჩატარდება.

დანარჩენ რაიონებში ჩატარდება განმეორებითი არჩევნები, რადგან ზოგიერთ რაიონში ჩატარებული არჩევნების შედეგები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.

54 არჩეული მაჟორიტარი დეპუტატიდან 18 სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წევრია, 6 – აღორძინების წევრია, 4 – ნაციონალური მოძრაობის, 3 – ახალი მემარჯვენეების, 2 – მრეწველების და 1 – ლეიბორისტული პარტიის.

დანარჩენი 19 გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა, როგორც ოპოზიცია, აცხადებს, ისინი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან.

Back to top button