
ახალი ამბები
საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი მეტროპოლიტენის სადგურ “თავისუფლების მოედნისკენ” დაიძრა
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი მეტროპოლიტენის სადგურ “თავისუფლების მოედნისკენ” გაემართა.
“მათ ალბათ არ ესმით ჩვენი ხმა აქედან [პარლამენტის შენობიდან]. მოდით დავიძრათ უნივერმაღ “თბილისისკენ”, რათა უკეთესად გავაგებინოთ მათ ჩვენი მოთხოვნები”, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შენოასთან საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს 4.30 საათზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას პრეზიდენტ შევარდნაძეს შესთავაზა “მოვიდეს საპროტესტო აქციაზე და თვალებში ჩახედოს თავის ხალხს”. თუმცა პრეზიდენტი აქციაზე არ გამოჩნდა.