
რუსეთი და საქართველო ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევენ
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 12-13 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა ქართულ-რუსული მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე. მხარეებმა საქართველოსა და რუსეთის მიერ 1999 წლის 17 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის საკითხები განიხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსულმა მხარემ შეთანხმების მიხედვით შეამცირა თავისი შეიარაღებები საქართველოში და გამოიყვანა ბაზები ვაზიანიდან და გუდაუთიდან.
რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ისინი მხად არიან ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსული ბაზების გაყვანის ვადების შემცირების თაობაზე მოლაპარაკებები განაგრძონ ქართულ მხარესთან, თუ უზრუნველყოფილი იქნება საგარეო წყაროებიდან შესაბამისი დაფინანსება.
საქართველო ბაზების გამოყვანისთვის სამწლიან ვადას აძლევს რუსეთს, მაშინ როცა რუსეთი 11 წელს მოითხოვს.