
ახალი ამბები
ეუთო-ს თავჯდომარე საქართველოში ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს მოქმედმა თავჯდომარემ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა იააპ ვან დერ ჰუუპ სხეფერმა 13 ნოემბერს შეშფოთება გამოთქვა საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით.
“დარღვევები და შეფერხებები ხმის მიცემის პროცესში და შემდეგ ხმების დათვლის დროს პოლიტიკური ნებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობის სიმცირის შედეგია, რაც ხელს უშლის თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა მან.
ეუთო-ს თავჯდომარემ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ და პრობლემის დემოკრატიული გზებით მოგვარებისკენ მოუწოდა.