
ახალი ამბები
ირინა სარიშვილი-ჭანტურია და ლევან მამალაძე მარნეულში აქციას მართავენ
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მარნეულში დღეს ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გამართეს სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ და ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ.
“მე არ მესმის, როგორ უნდა მოხდეს ქვემო ქართლის, მთელი რეგიონის ანულირება, რასაც ოპოზიცია მოითხოვს. აქ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. ის რასაც ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს არის ნაციზმი და ექსტრემიზმი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ” – განაცხადა ლევან მამალაძემ.
“ეს არ არის საპროტესტო აქცია, უბრალოდ ვაფიქსირებ, რომ თუ ხელისუფლება ქვეყანაში ვერ ახერხებს წესრიგის დაცვას, მაშინ ის ვერ შეძლებს ხალხის დაცვას”, – განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ.