
ქუთაისის საოლქო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქუთაისის საოლქო სასამართლომ დღეს გააუქმა ქუთაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.
ლეიბორისტულმა პარტიამ და აღორძინების კავშირმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არჩევნების გაყალბების მოტივით. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისში ხმები თავიდან დაითვლება.
არჩევნების საბოლოო შედეგები მხოლოდ ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ გამოცხადდება.
პარლამენტის თავჯდომარე და ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. წინასწარი შედეგების თანახმად, მან ქუთაისში არჩევნები მოიგო.
ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტულ პარტიას და აღორძინების კავშირს სახელისუფლებო ბლოკთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.