
ახალი ამბები
ეკლესია მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს კრიზისის დაძლევის საქმეში
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პოლიტიკურ პარტიებს და ხელისუფლებას მოუწოდა მშვიდობიანი დიალოგის ფარგლებში მოაგვარონ ქვეყანაში არსებული კრიზისი.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს კრიზისის დაძლევის საქმეში. თუმცა, ოპოზიცია ეკლესიის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში დაუშვებლად მიიჩნევს.
პარლამენტის თავჯდომარემ, ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე – დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ “ეკლესიის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში მართებული არ არის”.