
ახალი ამბები
ხელისუფლების განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი სერიოზულ დარტყმას აყენებს ეკონომიკას
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა და საპროტესტო აქციებმა ლარის კურსის დაცემა გამოიწვია.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,10-დან 31 ოქტომბერს 2,17-მდე დაეცა 13 ნოემბერს.
სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისიდან იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც საბოლოოდ საბიუჯეტო შემოსავლებზე იქონიებს გავლენას.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტი დეფიციტს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრეც განიცდიდა და დეფიციტი იზრდება, რადგან ხელისუფლება ვერ ახერხებს გადასახადების აკრეფას.