
ახალი ამბები
სამართალდამცავები მომიტინგეების წინაღმდეგ ძალას არ გამოიყენებენ
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ინფორმაცია, რომ იქმნება ე.წ. საძმოები, რომლებშიც ერთიანდებიან კრიმინალური ელემენტები, და რომელთა მხრიდანაც მოსალოდნელია დესტაბილიზაციის პროვოცირება, – განაცხადა შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 10 ნოემბერს.
რაც შეეხება თბილისის ცენტრში მიმდინარე ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციას, მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან მომიტინგეთა დარბევის ან ძალისმიერად დაშლის შესაძლებლობა გამორიცხულია.