
ახალი ამბები
სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა შევარდნაძეს მხარდაჭერა აღუთქვეს
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდნეტი ედუარდ შევარდნაძე დღეს ტელეფონით სომხეთის პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს, მოგვიანებით კი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძისგან მოისმინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია და მხარდაჭერა აღუთქვა მას.