
ახალი ამბები
თბილისში მიმდინარე აქციას ზედტაფონში და ოზურგეთშიც უჭერენ მხარს
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ზესტაფონის რაიონის გამგეობის წინ დღეს საპროტესტო აქცია დაიწყეს ადგილობრივი მოსახლერობის გარკვეულმა ნაწილმა, რომლებიც თანადგომას უცხადებენ თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
დღესვე ზესტაფონში შიმშილობა დაიწყეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, მათ შორის დავით მუმლაძემ, რომლიც საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა მაჟორიტარ დეპუტატად “ნაციონალური მოძრაობიდან”. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ასევე შეიკრიბნენ ოზურგეთის რაიონშიც.