
ახალი ამბები
რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამორიცხავს რუსეთის ჯარების ჩართვას საქართველოში მიმდინარე მოვლენებში
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გამორიცხა საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარების ჩართვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებში.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “რუსი სამხედროები ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ მათ თავს დაესხმიან”.
აღორძინებიას ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ თბილისში მიმდინარე ოპოზიციის მომხრეთა მრავალათასიან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით
10 ნოემბერს განაცხადა, რომ “ჩვენ ასევე შეგვიძლია სამხედრო შენაერთებით დავეხმაროთ შევარდნაძეს, და თუ საჭირო იქნება რუსეთის სამხედრო შენაერთებიც გამოვიყენოთ”. რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა ჯერ კიდევ ბათუმშია განლაგებული.