
ახალი ამბები
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რკინიგზა გადაკეტეს
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თელავის მახლობლად ადგილობრივმა მოსახლეობამ რკინიგზა გადაკეტა, რათა პანკისის ხეობიდან შინაგანი ჯარებისა და შეიარაღების თბილისისკენ გაყვანისთვის შეეშალათ ხელი.
თბილისში მიმდინარე ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პანკისის ხეობიდან თბილისისკენ შინაგანი ჯარის ნაწილები დაიძრა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ შინაგანი ჯარები პანკისიდან ამინდის გაუარესების გამო წამოვიდნენ.