
ახალი ამბები
ოპოზიცია შიმშილობის აქციას იწყებს
(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და დეპუტატებმა გიორგი ხევიაშვილმა და ლადო ჭიპაშვილმა გუშინ ღამე შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი პრეზიდენტ შევარდნაძისგან არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას მოითხოვენ.
მიუხედავად გადაუღებელი წვიმებისა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა გრძელდება.