ახალი ამბები

რიჩარდ მაილსის განცხადებით, აშშ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. მისი განცხადებით, ქვეყანამ ეს საკითხი თავად უნდა მოაგვაროს.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მე მქონდა შეხვედრები როგორც ოპოზიციის ასევე სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლებთან. მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარების უფლება”, – განაცხადა 10 ნოემბერს რიჩარდ მაილსმა თბილისში გამართული ოპოზიციის საპროტესტო აქციის კომენტირებისას.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლის პროცესში არსებული შეფერხებებისა და უზუსტობების გამო.

Back to top button