ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” “რევოლუციაში” მოანწილეობას არ მიიღებენ

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეები” “ნაციონალური მოძრაობის” და “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერებს საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლაში და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების დაფიქსირებაში ადანაშაულებენ.

“მათ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. მიხეილ სააკაშვილს პირველ ადგილზე გასვლა უნდა, ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერებს კი არჩევნების გაუქმება. თავისთავად, ამ მოთხოვნებს რევოლუციისკენ მივყავართ, რაც დასაშვები არ არის”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით, “ახალი მემარჯვენეები” რევოლუციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Back to top button