
ახალი ამბები
ევროსაბჭო, ეუთო: არჩევნების დარღვევებით ჩატარება დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს
(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროსაბჭოსა და ეუთო-ს გენერალურმა მდივნებმა ვალტერ შვიმერმა და იან კუბიშმა 5 ნოემბერს მოლდოვაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა წინასაარჩევნო პროცესში, საქართველომ ვერ შეძლო საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარება. ამის მიზეზად ისინი პოლიტიკური ნების უქონლობას ასახელებენ.
მათი განცხადებით, საჭიროა ევროსაბჭოს, ეუთო-ს და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევა ამ ორგანიზაციების წევრ ქვეყნებში სანდო არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად.
ევროსაბჭოს ინფორმაციით, ანალოგიური შეფასება მიეცა სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებსაც.