We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკის ოფისზე თავდასხმა მოხდა

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უცნობმა პირებმა 9 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში მდებარე სახელისუფლებო ბლოკის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს. შემთხვევის ადგილზე, თვითმხილველთა თქმით, რამდენჯერმე გაისმა გასროლის ხმა.

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები თავდასხმაში “პოლიტიკურ ოპონენტებს” ადანაშაულებენ.

Back to top button