ახალი ამბები

რუსთავის მერი თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავის მერი მერაბ ტყეშელაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ამ პროტესტს რუსთავიც უერთდება.

“პრაქტიკულად, რუსთავში არჩევნები არ ჩატარებულა. უამრავი დარღვევა და გაყალბების ფაქტებია დაფიქსირებული. ხალხი შეურაცყოფილია. ამის გამო მთელი რუსთავი უერთდება იმ განწყობას და მოთხოვნებს, რაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ სუფევს” – განაცხადა დღეს ქალაქ რუსთავის მერმა მერაბ ტყეშელაშვილმა.

Back to top button