ახალი ამბები

პრეზიდენტი შევარდნაძე სამეგრელოსა და აჭარაში გაემგზავრა

(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს სამეგრელოს რეგიონში გაემგზავრა. იგი სენაკში რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდება.

დღესვე დაგეგმილია პრეზიდენტის ჩასვლა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ავტონომიის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრა.

“ასლან აბაშიძესთან ვისუბრებ საქართველოზე და დღეს და ხვალ რა ადგილი უნდა დაიკავოს აჭარამ. ასევე საუბარი საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.

დასავლეთ საქართველოში შევარდნაძის ვიზიტის თაობაზე გუშინ ოპოზიციის ლიდერებთან გამართული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ გახდა ცნობილი.

Back to top button