
ახალი ამბები
შევარდნაძე ოპოზიცის ლიდერებს ხვდება
(თბილისი, 9 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში დაიწყო პრეზიდენტ შევარდნაძისა და დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის და ბლოკ “ბურჯანაძე – დემოკრატების” ლიდერები ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ჟვანიას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და მასზე ოპოზიციის ლიდერებმა ედუარდ შევარდნაძეს უნდა გააცნონ მოთხოვნები, რომლებსაც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეები აყენებენ.
აქციის მონაწილენი ახალი ასპარლამენტო არცევნების ჩატარებას და პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას მოითხოვენ.