
ახალი ამბები
სააკაშვილმა უარი განაცხადა კანცელარიაში შევარდნაძესთან შეხვედრაზე
(თბილისი, 9 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა – “ჩვენ [ოპოზიციის ლიდერები], მათ შორის ნინო ბურჯანაძეც, არ ვაპირებთ სახელმწიფო კანცელარიაში მივიდეთ და შევარდნაძესთან მოლაპარაკებები გავმართოთ”.
“თუ მას ჩვენთან საუბარი სურს, მე ვთავაზობ მას შეგვხვდეს არა კანცელარიაში,
არამედ ხალხში”, – განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ
საპროტესტო აქციაზე 9 ნოემბერს.
დღეს დილით შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრა შესთავაზა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.