
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოიხოვს
(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “შექმნილი მდგომარებიდან სხვა გამოსავალი უკვე აღარ არსებობს: შევარდნაძე უნდა წავიდეს”, – განაცხადა დღეს პარლამენტის შენობასთან გამართულ დემოკრატიული ოპოზიციის მომხრეთა მრავალათასიან მიტინგზე გამოსვლისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის ერთადერთ მოთხოვნად რჩება საპალრამენტო არჩევნების განმეორებით ჩატარება და შევარდნაძის გადადგომა.
“ჩვენ აქ დავრჩებით და განვაგრძობთ საპროტესტო აქციას, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მანამდე ნაციონალების ლიდერი მოითხოვდა, რომ პრეზიდენტს ეღიარებინა 2 ნოემბრის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვება.