
ახალი ამბები
სააკაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძემ უნდა აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება, ან გადადგეს
(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს, სანამ შევარდნაძე არ ცნობს ოპოზიციის გამარჯებას. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უნდა გადადგეს”, – განაცხადა სააკაშვილმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა.
მოგვიანებით 30 ათასამდე ადამიანი თბილისის მუნიციპალიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრა. ისინი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოდიან და მათ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში სდებენ ბრალს.
“ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანი იქნება, თუმცა, დათმობაზე არ წავალთ”, – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.