
ახალი ამბები
ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციას იწყებს
(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – 20 ათასამდე ადამიანმა დღეს თბილისის მუნიციპალიტეტთან მოიყარა თავი. ისინი ხელისუფლებისა და პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიან და მათ არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
აქციაში ნაციონალური მოძრაობისა და “ბურჯანაძე-დემოკრატებიც” ლიდერები მონაწილეობენ.
“ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, აქციის მიზანია “შევარდნაძის ჩამოშორება ქართული პოლიტიკური სისტემიდან”.