skip to content
ახალი ამბები

ჟვანია: ახალი პარლამენტი უკანონოა

(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ დღეს ფილარმონიაში ოპოზიციის მომხრეების შეკრებაზე განაცხადა, რომ ახალი პარლამენტი, რომელიც 2 ნოემბერს იქნა არჩეული, “ხალხის მიერ არ არის არჩეული და ამიტომ უკანონოა”.

“ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტის წევრები ვიყოთ, რომელიც ხალხმა არ აირჩია”, – განაცხადა ჟვანიამ.

მისი თქმით, აქციის მთავარი მიზანია “შევარდნაძის გაძევება ქართული პოლიტიკური სისტემიდან”.

Back to top button