ახალი ამბები

ბურჯანაძე-დემოკრატები აქციას ატარებენ

(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის ოთხი ათასამდე მხარდამჭერი დღეს ფილარმონიაში შეიკრიბა. ისინი ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ გამოდიან.

“ჩვენ უკან არ დავიხევთ და დავიცავთ ჩვენს ხმებს. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტის წევრები ვიყოთ, რომელიც ხალხმა არ აირჩია”, – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯნაძემ.

“ბურჯანაძე-დემოკრატების” მხარდამჭერები გეგმავენ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან.

Back to top button