skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდებს არ გამოიყენონ ძალა ხალხის წინააღმდეგ

(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხელ სააკაშვილმა დღეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდა არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

“დღეს მთელი საქართველო გამოდის ქუჩებში. ქართველი ხალხი მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს, მათ სურთ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მე თქვენი [ძალოვანი სტრუქტურების] იმედი მაქვს”, – განაცხადა სააკაშვილმა ძალოვანი სტრუქტურებისადმი მიმართვისას.

ნაციონალური მოძრაობა და “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკი დღეს თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ.

Back to top button