
საპროტესტო აქციების მოლოდინში
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ბურჯანაძე-დემოკრატებმა” მოსახლეობას მოუწოდეს 8 ნოემბერს 3 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების გაყალბების გამო პროტესტი გამოხატონ. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკვე შეიკრიბნენ “ბურჯანაძე-დემოკრატების” მხარდამჭერები, რომლებიც სამ საათზე შეუერთდებიან თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიტინგს. “ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტში შესვლას, რომელიც ხალხის მიერ არ არის არჩეული. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 8 ნოემბერს ფილარმონიაში. 7 ნოემბერს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციას ცეცხლი გაუხსნეს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მომხდარში ხელისუფლებას და პრეზიდენტ შევარდნაძეს ადანაშაულებს. “ჩვენ სროლა ვერ შეგვაჩერებს. ხალხი დაიღალა შევარდნაძის რეჟიმით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 7 ნოემბერს სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. “მე არ მეშინია ხალხი რეგიონებიდანაც რომ ჩამოვიდეს და თბილისში ჩაატარონ აქცია”, – განაცხადა შევარდნაძემ. “სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავარი მიზანია. არ უნდა შევწიროთ ქვეყნის სტაბილურობა რამდენიმე პარტიის ინტერესებს. ამას არ დავუშვებ”, – დასძინა პრეზიდენტმა. მან მოუწოდა სტუდენტებს არ მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში. ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ვერ ახერხებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, მთელი რიგი დარღვევებით გამოირჩეოდა. ხმების 90%-ის დათვლის შედეგად, აღორძინების კავშირი და სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” არჩევნებში ლიდერობენ. ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია ხმების 18,5%-ით, ხოლო შემდეგ მოდიან ლეიბორისტულ პარტია (11,7%) და “ბურჯანაძე-დემოკრატები” (7,6%). ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოხატა შეშფოთება ხმების ზუსტ და დროულ დათვლაში შეფერხებების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი “თვალს ადევნებს არჩევნების შემდგომ პროცესებს საქართველოში, იმას თუ როგორ მიმდინარეობს ხმების დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესი”. გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია’ძალოვანი სტრუქტურები თბილისში საპროტესტო აქციებს ელოდებიან და გაძლიერებულ რეჟიმზე იმყოფებიან. ქვეყანა საპროტესტო აქციების მოლოდინშია, მას შემდეგ რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, ორი სახელისუფლებო პარტია – “აღონძინება” და “ახალი საქართველოსთვის,” ლიდერობს.
შინაგანმა ჯარმა და პოლიციამ დღეს დილით თბილისის ყველა შემოსასვლელი გადაკეტა. ისინი თბილისში მომავალ ყველა ავტობუსს აჩერებენ, რადგანაც შიშობენ, რომ რეგიონების მოსახლეობა თბილისის საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდება.
“ხმების დროული დათვლა ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, და ჩვენ უკვე ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება ხმების ზუსტ და დროულ დათვლაში შეფერხებების გამო. ჩვენ ვაგრძელებთ თვალყურის დევნებას მიმდინარე პროცესებისადმი”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 7 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.