ახალი ამბები

პოლიცია თბილისის შესავლელებს კეტავს

(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შინაგანმა ჯარმა და პოლიციამ დღეს დილით თბილისის ყველა შემოსასვლელი გადაკეტა. ისინი თბილისში მომავალ ყველა ავტობუსს აჩერებენ.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიცია ხელს უშლის იმ ხალხის ჩამოსვლას, რომელთაც 8 ნოემბერს 3 საათზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღება სურთ.

პოლიციამ საქართველოს მასშტაბით ყველა დიდი ქალაქის ბლოკირება მოახდინა.

Back to top button