skip to content
ახალი ამბები

აშშ თვალს ადევნებს არჩევნების შემდგომ პროცესებს საქართველოში

(თბილისი, 8 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხდა, რომ ვაშინგტონი “თვალს ადევნებს არჩევნების შემდგომ პროცესებს საქართველოში, იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ხმების დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესი”.

“ხმების დროული დათვლა ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, და ჩვენ უკვე ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება ხმების ზუსტ და დროულ დათვლაში შეფერხებების გამო. ჩვენ ვაგრძელებთ თვალყურის დევნებას მიმდინარე პროცესებისადმი”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა 7 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიგინგზე.

მისი თქმით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გამოასწოროს არჩევნების დღეს ხმების დათვლის პროცესში დაშვებული შეცდომები.

Back to top button