skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძე “სოროსის” ფონდს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჯორჯ სოროსის ფონდს საქართველოში ოპოზიციური პარტიების დაფინანსებასა და ქვეყნის შიდა პოლოიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედება საქართველოში დასაშვები არ არის.

“რატომ ერევიან უცხო ძალები არჩევნებსა და ქვეყნის შიდა საქმეში. ეს, რაც ქვეყანაში ხდება სოროსის საქმე არ არის. საქართველოში სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს. თავად ჯორჯ სოროსის განცხადებით, მზად არის აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ მილიარდი დოლარი დახარჯოს. ეს მას ამერიკაში შეუძლია, საქართველოში კი ასეთი რამ არ შეიძლება”, – განაცხადა დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ სახელმწიფო ტელევიზის ეთერში.

Back to top button