skip to content
ახალი ამბები

აჭარის ხელმძღვანელობას საკუთარი სამხედრო ფორმირების ყოლის უფლება ენიჭება

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე აჭარის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დამოუკიდებლად სამხედრო ფორმირების შექმნის უფლება ენიჭება.

“აჭარის კონსტიტუციაში სხვა ცვლილებასთან ერთად ასეთი ცვლილება მართლა შევიდა და ხელმძღვანელობას სამხედრო ფორმირების შექმნის უფლება ენიჭება”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს უმაღლესი პოლიტიკოსის და სამხედრო პირის თანამდებობა ენიჭება, რომელსაც სამხედრო ფორმირების ყოლის უფლება ეძლევა.

Back to top button