
ახალი ამბები
აღორძინება თბილისში მანიფესტაციის ჩატარებას გეგმავს
(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აღორძინების კავშირის მხარდამჭერები დღეს თბილისში იკრიბებიან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად.
აღორძინების მხარდამჭერები ასევე პროტესტს გამოთქვამენ ოპოზიციის მიერ წამოწყებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ და აცხადებენ, რომ ამ პროცესებმა, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, აღორძინებამ არჩევნებში ხმების 21.01% მოიპოვა, სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” – 20.25%. მესამე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა ხმების 18.55%-ით.