skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია მოსახლეობას “შევარდნაძის რეჟიმის მოშორებისკენ” მოუწოდებს

(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს თბილისში სააგიტაციო ფურცლების გავრცელება დაიწყო, რომელშიც იგი მოსახლეობას გაერთიანებისა და “შევარდნაძის რეჟიმის მოშორებისკენ” მოუწოდებს.

“2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მთელმა საქართველომ უნდობლობა გამოუცხადა ხელისუფლებას და ხმა მისცა დემოკრატიულ ოპოზიციას. ახლა დადგა დრო, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ქვეყნის ღირსება. დღეს ჩვენი გაერთიანების დროა შევარდნაძის ძირმომპალი რეჟიმის საბოლოოდ მოსაშორებლად”, – ნათქვამია 7 ნოემბერს გავრცელებულ სააგიტაციო ფურცელში.

ოპოზიციამ მოუწოდა მოსახლეობას შეიკრიბონ 8 ნოემბერს 3 საათზე თავისუფლების მოედანზე და დაიცვან ამომრჩეველთა უფლებები და ქვეყნის ღირსება.

Back to top button