
აშშ შევარდნაძეს არჩევნების სამართლიანი შედეგების უზრუნველყოფას სთხოვს
(თბილისი, 7 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ მოვითხოვთ პრეზიდენტ შევარდნაძისგან უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანობა, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შორის პარტნიორობის განვითარებას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 5 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
“ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ნათლად ავღნიშნეთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნების დღეს დაშვებული შეცდომები ახლა, ხმების დათვლის დროს, მაინც გამოასწოროს”, – აღნიშნა ერელიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი 5 ნოემბერს შევარდნაძეს შეხდა, რათა არჩევნების პროცესში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განეხილა. მაილსმა აღნიშნა, რომ ხმების დროულ, გამჭირვალე და ზუსტ დათვლას არსებითი მნიშვნელობა აქვს ამომრჩეველთა ნდობის აღსადგენად. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეფერხება ხმების სრულ და ზუსტ დათვლაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.