skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია რეგიონებში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სახელისუფლებო ბლოკისა და აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” და აღორძინების კავშირმა პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს პარლამენტში.

“იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს მომავალი და ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ პირობებში, ქართული საზოგადოება უნდა დაირაზმოს და მშვიდობიანი ფორმით არ დაუშვას სახელიმწიფო გადატრიალება შევარდნაძის და აბაშიძის მიერ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ხვალიდან მასობრივ საპროტსტო აქციებს დაიწყებს რეგიონებში, მათ შორის ფოთში, ზუგდიდში და თელავში, ხოლო ზეგიდან თბილისში, რათა არ დაუშვას “ხელისუფლების უზურპაცია შევარდნაძის რეჟიმის მიერ” და მშვიდობიანი გზით მოახდინოს მთავრობისა და პრეზიდენტის შეცვლა.

Back to top button