
ახალი ამბები
ვახტანგ რჩეულიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს დათმობაზე არ წავიდეს
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წევრმა ვახტანგ რჩეულიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა არ წავიდეს დათმობაზე ოპოზიციასთან.
“სააკაშვილმა, ბურჯანაძემ და ჟვანიამ იციან, რომ მათ გაუჭირდებათ ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომაც წამოიწყეს ეს საპროტესტო აქცია. თუ პრეზიდენტი დათმობაზე წავა, ჩვენი გზები გაიყრება”, – განაცხადა რჩეულიშვილმა ოპოზიციის საპროტესტო აქციის კომენტირებისას.
დღესვე სახელისუფლებო ბლოკის ლიდერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განაცხადა, რომ იგი მზად არის დატოვოს ბლოკი იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან დათმობაზე წავა.