skip to content
ახალი ამბები

აჭარაში “აღორძინებამ” ამომრჩეველთა ხმების 95% მიიღო

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მიიღო 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლის მიხედვით, 284 ათასი ამომრჩეველიდან 269 ათასი “დემოკრატიული აღორძინების” კავშირმა მიიღო, რაც 95%-ს შეადგენს.

ამის შესახებ 6 ნოემბერს ჟურნალისტებს აცნობა ცსკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ გივი კომახიძემ.

ამომრჩეველთა დანარჩენი ხმები “ახალი მემარჯვენეების” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” პარტიებზე გადანაწილდა.

Back to top button