skip to content
ახალი ამბები

გაერო-ს გენერალური მდივანი აფხაზეთში პოზიტიურ ძვრებს მიესალმება

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 3 ნოემბერს მოხსენება გააკეთა, რომლითაც იგი იგი აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე პოზიტიურ ძვრებს მიესალმება.

ანანის განცხადებით, ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით ივლისში გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს წლის განმავლობაში.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მთავარი პოლიტიკური საკითხის განხილვა საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის მომავალი სტატუსის თაობაზე ჯერ არც დაწყებულა. მან მოუწოდა ორივე მხარეს, განსაკუთრებით აფხაზურს, ძირითადი საკითხების განხილვა დაიწყონ.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხი კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

Back to top button