skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებულია საქართველოში არჩევნების შემდგომი სიტუაციით

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 5 ნოემბერს განაცხადა, რომ სოხუმის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაში.

“როდესაც საქართველოსა და აფხაზეთს შორის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ დიდად ვართ დაინტერესებული, რომ ისეთ სტაბილურ ხელისუფლებასთან გვქონდეს საქმე, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, ჩვენ გვაშფოთებს არჩევნების შემდგომი პროცესები საქართველოში”, – განუცხადა სერგეი შამბამ აფხაზურ საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესს”.

Back to top button