skip to content
ახალი ამბები

საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე მოხსენების დროზე წარდგენას ვერ ახერხებს

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს უშიშროების საბჭომ 5 ნოემბერს გამოაქვეყნა იმ 58 ქვეყნის სია, რომლებმაც ვერ შეძლეს ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ მოხსენებების დროული წარდგენა.

საბჭომ გამოაქვეყნა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტის თავჯდომარის ინოსენსიო არიასის წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია ის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, რომლებმაც ვერ შეძლეს 31 ოქტომბრამდე მიცემულ ვადაში წარედგინათ მოხსენება ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.

არიასის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლის კომიტეტი განაგრძობს სიაში მოცემულ ქვეყნებთან კონტაქტს და სჯერა, რომ მოხსენებების დროული წარდგენა საუკეთესო გზაა, რათა განისაზღვროს, სჭირდებათ თუ არა ქვეყნებს დახმარება ტერორიზმთან ბრძოლაში.

Back to top button