
ახალი ამბები
საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია კასპიის ნავთობისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტებში ინვესტიციებს ჩადებს
(თბილისი, 6 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის დირექტორთა საბჭომ 4 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება ინვესტიციები განახორციელოს აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის ნავთობსაბადოს ექსპლუატაციისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტებში.
ფინანსური კორპორაციის ინფორმაციით, აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს კასპიის ზღვაში აზერბაიჯანის ნავთობსაბადოს ექსპლუატაციას. პროექტის პირველი ფაზის მთლიანი ღირებულება, დაახლოებით, 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საშუალებით, რომლის სიგრძე 1760 კილომეტრია, დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდება. პროექტის საერთო ღირებულება 3,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.